ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 8

სახუმარო


მარტოსული რომ გიპოვნე
შემოდგომის რიჟრაჟზე,
მას მერე სულ იმას ვფიქრობ,
დაგახრჩო, თუ მიყვარდე.
ხან ერთი მსურს, ხან-მეორე,
ხანაც თავს ძლივს ვიკავებ,
რომ არ გითხრა, რასაც ვფიქრობ,
გპატიობ და გიყვავებ.
თუმცა ერთ დღეს სულ დაგითვლი,
რაც ვიტირე, ვიდარდე,
მერე ისე მიგატოვებ,
ჩემს კვალს ვეღარ მიაგნებ,
რადგან შენ ვერ შეიცანი
ჩემი სულის სინათლე,
მაშინ დარჩი ისევ ბნელში,
უდარაჯე მირაჟებს.
განა რამე მინდა შენგან,
ანდაც რამეს ვინატრებ,
მხოლოდ იმის მეშინია,
მე რომ აღარ მიყვარდე...
კომენტარები (0)