ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 7

მტვერი


მრავალი მტვერი დამედო სულზე
და არ ვაქციე ჭუჭყად არცერთი,
ყველა, ვინც სცადა ამოვესვარე,
წარსულთან ერთად დროში გავცერი.
გადაჰყვა დღეებს წყლისფერი დარდი,
ხალხის, რომელიც მტვერს ჩუმად მცხებდა,
მაინც შემომრჩა რწმენა სიკეთის,
იმედი-ჩემს გზას რომ შუქად სცემდა.
ჩამოვიშორე ყველა მდევარი,
სული განვბანე იორდანეში,
ბოლოს მომეცა ჯილდოდ სიმშვიდე,
როგორც სინათლე-იობს ღამეში.
ვსწავლობ დათმენას და მიტევებას,
ტკივილებს ვამწყვდევ გულის კარცერში,
კიდევ მრავალი მიმზადებს მტვერს და
შევძლებ, არ იქცეს ჭუჭყად არცერთი.
კომენტარები (0)