ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 34

გეძებ


ღმერთო, რამდენი ვიარე დასაბამიდან დღემდე,
შენს სავალს ვდევდი ოდითგან, სისხლის ცრემლებით ვღებე,
გადმოვიარე უდაბნო, დავუსხლტი ზღვათა ღელვებს,
შემოგეჭერი ქარიშხლად, წყალი დავუშრე ღელეს...
გული ეძებდა ნახევარს, როგორც მლოცველი-ედემს,
ვერ მოეფინა სიმშვიდე ვერც ჩემს სულსა და ვერც-ძვლებს,
მე მხოლოდ შენი მჯეროდა, მხოლოდ შენს თვალებს ვენდე
და ჯოჯოხეთშიც გიპოვნი, რადგან უშენოდ ვერ ვძლებ!
საუკუნეებს გადაღმაც ჩემი იყავი შემწე,
შენი ტრფიალი მეცვა და ვუძლებდი ყველა მეწყერს,
ამ გრძნობით მესხა ფრთები და ბევრი მომხდური ვლეწე,
მაგრამ სიკვდილთან დავმარცხდი, წილად მხვდა ცრემლით მერწყე.
ისევ დაგეძებ ხელახლა, ვიცი, რომ გაჩნდი ჩემს მზედ,
წარსულს ვახურავ სარკოფაგს, კმარა, რაც ძველად ვევნეთ,
მომავლის დღეთა არია ჩამოიმარცვლა ხემზე,
ამ სიყვარულის ზვრებიდან ვწურავ იმედის მტევნებს.

ღმერთო, რამდენი ვიარე, ჩემო, რამდენი გძებნე...
კომენტარები (0)