0 67

სიყვარულის ნეტარება


მიდიხარ და მიაბიჯებ
მიწასაც კი ტკივა ამ დროს.
ნაბიჯებიც მძიმდებიან როცა
გულში დარდი გახრჩობს.
მიდიხარ და მიგაქვს დარდი
დიდი, გრძელი ნაბიჯებით
გტკივა ისიც, ვინც გეგონა
იმასაც კი არ უყვარდი.
წამწამები გადაბმული
პირი ძაფით შეკერილი,
არას ამბობ. მხოლოდ ფიქრობ
ვინ გადარჩა “შერჩენილი”.
დედამიწაც შენ გიყურებს თითქოს ხალხიც ენანება.
მიაბიჯებ უგზო უკვლოდ 
შენი ჩრდილიც გელანდება.
დარდიც უფრო გიმძიმდება
ყურადღებაც გეფანტება
ფიქრობ თითქოს აღარ 
გინდა სიყვარულის ნეტარება.
და დრო გადის, მიქრის, 
გარბის, შეიცვალა წამები.
მიეჩვიე. დღითიდღე კი
გიბრწყინდება თვალები.
რომ ფიქრობდი არ გინდოდა
სიყვარულის ნეტარება.
დრო გავიდა ახლა ისიც
ჩუმად ისევ გეპარება.
კომენტარები (0)