0 51

მაღლა ღრუბლებიც კამათობდნენ მიტოვებაზე ..


მაღლა ღრუბლებიც კამათობდნენ მიტოვებაზე.
ბჭობდნენ იმაზე ვინ რა გასცა
სიყვარულისთვის.
ალბათ ისინი მთავაზობდნენ
პასუხს კითხვაზე.
დავრჩე თუ არა ვიღაცასთან
რაღაც რთულისთვის.
ეს სირთულეა ბედნიერებას 
რომ ეძახიან. 
გავქრე თუ არა? მაგრამ რატო
რისი გულისთვის.
ზოგს ურჩევნია დარჩეს ისევ
გრძნობის საზღვრებად.
ან გადმოვიდეს მაგრამ ვისთვის,
ვისი სულისთვის.
ბევრიც კი ირჩევს დაილიოს 
ისევ წამებად.
როგორც ყინული იკარგება ზღვების ნაპირზე.
ვიღაც კი ფიქრობს აირჩევენ
რამის ღვთაებად.
მაგრამ ეს ფილმი გადავიდა
ისევ სხვა ფირზე.
კომენტარები (0)