*******

რომ გეღიმება და რომ
ფიქრობ არასწორია.
და რომ აქრობენ ცრუ 
რწმენები ღიმილს სახიდან.
იქნებ იფიქრო რომ 
სიხარულიც თანასწრორია
სანამ ჩააქრობ ცეცხლს  
დაჟანგული ძველი ლამპიდან.

დავიბადეთ რომ 
განვიცადოთ ბედნიერება.
ჩვენ კი დღითიდღე 
დავიმძიმეთ გული ნაღველით.
არც ის სწორია ჩავეჭიდოთ 
ქვეყნიერებას და ვერ ავიდეთ
მაღლა უფრო ჩვენი განცდებით.

მაღლა ავედით, ოცნებები
გავიხადეთ სიგიჟის კერპად.
მიწას რომ ავცდით აღარ 
გვეყო ძალა ჩამოსვლის.
ჩვენი სახელი დავუტოვეთ 
მიწიერთ ძეგლად.
ეს იყო ცნება მიწიერთა 
ჩვენთან გადმოსვლის.