ალილო


ზანტად ჭრიალებს ორღობეში ძველი ურემი,
ხარები სადღაც, სხვის კალოზე, ჩემს ბედს ლეწავენ
და დაჩნევია სიყვარულის ნათითურები
სასალამურედ გულგამოცლილ ობოლ ლერწამებს...
როგორ ვიარე, რა გზა ვტკეპნე  - რა იცის ღამემ,
მზე როგორ ვშობე და მივართვი მთვარის სარეცელს...
ლოდინის ძაფით როგორ ვქარგე დილა - სისხამი,
ცრემლით დავალტვე მიწა, თიხა ვძერწე ალერსით...
მერე ნიშა ხარს მივაბარე იღბლის სადავე
და ორღობეში გავეხირე, როგორც ურემი...
ცაზე ღრუბლები დაუწერელ ფიქრებს ხატავენ
და დასტყობია ბაგას შენი ნაფეხურები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი