0 30

ცოტა


ცოტა ვიყავი, ცოტა ვარ და 
სულ ცოტა ვრჩები.
ცოტავდებიან სიზმრები და
ნაცნობი ხმები,
ცოტას განვიცდი, ცოტას ვფიქრობ,
ცოტ-ცოტას ვხვდები,
ცოტათი მაინც მენანება
გავლილი  წლები.
ცოტა მიყვარდა, ცოტა მწამდა,
ცოტა ვუყვარდი,
ცოტა სიტყვები მეც მითხრეს და 
ცოტა ვუთხარი,
ცოტა ვიყავი მასპინძელი,
ცოტა- სტუმარი,
ცოტა ლამაზი იყო დღე და
ცოტა- სულსწრაფი.
კომენტარები (1)

ცოტნე არჩვაძე პოეტი, ფილოსოფოსი - 04.07.2022

ძალიან კარგი ლექსია. 💖