0 29

თეთრი აქლემი


უცხო, გამვლელი, დაღლილი, შორი,
თეთრი აქლემი მოვიდა- თოვლი.

თითქოს თანხმობად, თითქოს უარად
რუხ ტროტუარებს ჩამოუარა.

და გაახსენდა, ცას რომ ახედა,
(ისე, უბრალოდ) თეთრი უდაბნო .

სიზმრების ღეჭვით, ნოტიო ეჭვით
დაყნოსა მიწა და ზანტად მიწვა.
კომენტარები (0)