ერთი სიტყვა


მიმქრალ ფერებით როკავს საღამო
და გულზე დამდის დამდნარ ჩრდილებად.
ყრუ სიჩუმის წინ უიარაღოდ
ვდგავარ და ერთი სიტყვა მჭირდება.
 
ქალაქი ციებ-ცხელებებს მესვრის,
სისინებს, ბორგავს ჩუმი სიშლეგით.
მე ახლა ერთი სიტყვა თუ შემცვლის,
მე ახლა ერთი სიტყვა მიშველის.
 
იელვებს მკრთალად, გამონათდება,
მომდევს და არ ჩანს, ვერც ვწერ და  ვერც ვშლი,
შეუმოსავი - ხმად   მელანდება
სიტყვა, რომელიც ვერაფრით ვერ ვერ ვთქვი.
 
გაიშლის ქარი აწეწილ ღრუბელს,
ღრუბელს გაფანტავს ამბის წამღებად,
ჩემს დაცლილ ლექსებს დამწვარ ფრთებს ვუხვევ
და ვგრძნობ - ის ერთი სიტყვა მაკლდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი