0 68

აშუღი (ძველი თბილისის მოტივებით)


ჩამოატარებს დილა სხივებს 
ფერად ხონჩებით,
გაიზმორება ჭრელი კატა 
ქალის თვალებში, 
წამოიშალნენ ნამთვრალევი 
ყარაჩოღლები,
მძინარ მადათოვს მიაფარეს 
ბაირაღები.
- ადექ აშუღო, 
ააფრინე სიტყვა ხოხბების,
დილაადრიან შეაგებე 
ბიჭებს ჰანგები.
ჟანგიან გულში ამიჟღერე 
დარდის დაირა,
თეთრ ხალიჩებზე ენძელები 
მარტმა გაფინა.
(ტუჩზე ხალიან მეზობელთან არ გადახვიდე,
მაინც შარია, გაგიღიმებს, თავზას აგიბნევს.)
ბედის,მდუმარის, ამღერებას 
დიდხანს ვუცადე,
ხმას მაინც არ მცემს, 
არ ათხოვა ყური მუდარებს.
შენ მაინც მითხარ 
ნისლიანი დილების ხმითა,
რად გამიბრაზდა, რად მემდურის, 
რად გამიფრინდა.
სატრფო ფიქრებად გაჰყოლია 
ღამის ამქარებს,
აღარ დაბრუნდა, 
ჩემ სიყვარულს უკან მაბარებს,
მისი თვალების შუქი 
აღარ მათბობს, მახარებს,
მზე აღარა მყავს, 
დარდი დღეებს თავზე მაღამებს.
- მოდი აშუღო, შემაგებე შენი ჰანგები,
ჩემი ცრემლების ქამანჩებით 
ლოცვად ამღერდი,
დილამ სხივები დაარიგა 
ფერად ხონჩებით,
ლექსები მითხარ -
ამიფრინე სულში ხოხბები.
კომენტარები (0)