არ წახვიდეო! (ეძღვნება მაია დათუნაშვილს)


უცხო ქვეყანაში წასვლის წინ, დასამშვიდობებლად მოსულმა –


არ წახვიდეო, მითხარი და ამ გულმა იგრძნო,
მაგ შენს თვალებში მიმალული ფარული სევდა,
ახლა მითხარი, გთხოვ, რომელი ვერ გაიმეტე,
შენი ბავშვობის მეგობარი, ქალი თუ დედა?...

არ წახვიდეო, მამხნევებდა შენი სიტყვები,
ნებას არ მრთავდა ღამღამობით ჩუმად მეტირა,
ძნელბედობის ჟამს ფრთებს მასხავდა, მწუხრს მიფანტავდა,
ძალას მაძლევდა ოცნებებში თქვენთან მეფრინა!

არ წახვიდეო! – თითქოს ახლაც ჩამესმის ეგ ხმა,
საგზლად რომ დამაქვს უცხო გზებზე ამაყად მავალს,
მადლობას გიხდი, მეგობარო, ამ სიტყვებისთვის,
თილისმასავით რომ დამყვება საითაც წავალ!...

7 აპრილი 2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი