ქალო!


ქალო, ოქროსთმიანო,
ყურძენივით დამკრახულო,
პირმცინარო, მზიანო, 
ყვავილების გაზაფხულო!

დახატულო, დაკალმულო,
მკერდმაღალო, შარმიანო,
ვარსკვლავივით მოციმციმევ,
ღრუბელივით ნამიანო.

კარგ ვაჟკაცთა ოცნებავ და 
თავთუხივით მადლიანო,
ქალო, კეთილსალმიანო,
გაამრავლე ჩვენი ჯიში,
უბრალოდ არ ჩაიარო!

1 მარტი 2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი