*** (გმადლობ, რომ მყავხარ,)


გმადლობ, რომ მყავხარ,
გზას მინათებს შენზე ოცნება,
ძალიან მგავხარ...
მიყვარხარ და ხარ საოცრება.

ქვეყნად რამდენი გრძნობა, –
წრფელი, არ ილოცება,
შენ, ერთადერთო, მომეცი ხელი,
ვიღაც ღონდება,
ქვეყნად რამდენი ბაგე – 
ტკბილი არ იკოცნება.

ვიაროთ ერთად,
დაგიამო ტკივილი ნეკნის,
შევსვათ საწუთრო,
სიყვარული ყველაფერს შველის!

გმადლობ, რომ მყავხარ,
გზას მინათებს შენზე ოცნება,
ძალიან მგავხარ...
მიყვარხარ და ხარ საოცრება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი