მუზა სტუმრად...


ეს რა სტუმარი მეწვია,
გიჟი და გადარეული,
ამიწიოკა ფიქრები,
აზრები - დალაგებული.

გაინავარდა ხსოვნაში, 
შეეხო გულის კარიბჭეს.
კალამსაც მიუალერსა:
-სათქმელი ხომ არ დაგიხშეს!

მუზა მეწვია კისკისით,
სადღაცას გადაკარგული,
თან მომიტანა სურნელი
იასამანის, ქართული.

ნაღვლიანს ცრემლი მომწმინდა,
ღიმილი გაკრთა თვალებში,
მითხრა: - დავბრუნდი, უშენოდ
ზეციდან დაბლა დავეშვი.

ეს რა სტუმარი მეწვია,
სიცოცხლით გაბრწყინებული,
ვიცი, ვერ დამთმობს, დარჩება,
იმედად დაბრუნებული!

24 ივნისი 2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი