0 43

წვიმა


იქნებ არცა შლის ნაკვალევს წვიმა,
იქნება, მხოლოდ ტკივილი მიაქვს,
იქნებ ოცნების საბაბსაც გვაძლევს,
როცა ძლიერ წვიმს, როცა ციდან ცრის...
იქნებ ფიქრებს ცრის: უცხოს, იდუმალს,
ანდა ფოთლებზე სტროფებს მონიშნავს,
ვინ იცის წვიმა ვის რას მოუთხრობს,
როცა წვეთებით ოცნება ცვივა.
ყვითელი ფოთლის წითელ ხალებში,
ათასგვარ ტკივილს ვკითხულობ ახლაც,
ფოთლის პერგამენტს ფიქრებად ვკინძავ,
რომ წვიმის ქალაქს მოვუთხრო ამბად.
ვინ იცის ,ახლა რას ფიქრობს წვიმა?
ვინ იცის , იქნებ ტკივილი მიაქვს?!

ნინო ნაჭყებია
1.11.2016
კომენტარები (0)