გული


გულზე გულდასმით შემოვიცვი ჯაჭვის პერანგი,
და ჩემი გული სხვის დარდს გულთან ვერ იკარებდა,
ისე გულდასმით ამოვიგდე გულიდან სევდა,
რომ ქვის გულმკერდმა ორი წუთით შეწყვიტა ფეთქვა
და მერე ცივ და უსიცოცხლო გვამად ქცეულმა
თავშესაფარი მოვითხოვე მეფისტოფელთან,
ქვეყნიერება დამანახა ავის მპყრობელმა....
ზარდაცემულმა მოვიგლიჯე რკინის პერანგი,
გადაღეღილი საკინძეთი ქარს შევფიცე...
გულმა დაიწყო სისიხლის წვეთა, სულმა კივილი,
უფალი იყო სულთან ახლოს ვიგრძენ ტკივილი.
ისე გულდასმით მოვიგლიჯე გულიდან რკინა,
რომ ჩემმა გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა.

29.03.2016
ნინო ნაჭყებია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი