წვიმის სევდა


აღარც ფიქრები, აღარც დარდი, აღარც იმედი
მზის სხივი გაქრა, მთვარე არ ჩანს, ახლა ღამეა
და უკუნეთში პოულობენ დაკარგულ გრძნობებს,
არ დაგიდევენ მონოტორულ კაკაფონიას.
ვნებადაცლილი, უსასოო ქალის სიზმრები:
- ისევ ქარია, ანარქია გამეფდა ირგვლივ,
ფიქრი გაწვიმდა, ჩამორეცხა ცრემლებმა ქუჩა,
გარდაიცვალა დედამიწა, სუნთქვა შეიკრა,
მერე კი ელვამ იგრიალა, ცად გაიბრწყინა...
ახლა დარია, შემოდგომა აშიშვლებს ქუჩებს,
წვიმის წვეთები ძველებურად ფოთლბზე ცეკვავს,
მე სევდიანმა გავიფიქრე:- მზე ჩვენთან დარჩა.
შემოდგომაა, წვიმას სევდა მოჰყვება ხვალაც...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი