სულში აპრილია


ვიცმევ ზამთრის მუნდირს, ცივი ამინდია,
მიწას ყინვისაგან ხახა დაუღია..
თიხა-თოვლისაგან წვიმა ქალაქს ხატავს,
ფიქრის ნაფეხურებს სევდას სიზმრად ატანს.

ვიცი, ეს ზამთარი აღარ ჩამიხუტებს,
არც კი გამიღიმებს ისე მომიმდურებს.
ვიცი, სიბნელეში მთვარეც მიმატოვებს,
ალბათ სამუდამოდ ღამე დამიტოვებს..

ჩურჩულით მოვუხმობ მოღალატე ქარებს,
ცოდვებს მომკითხავს დეკემბრის ღამე,
სასჯელად, სიცივით გამყინავს გარეთ!

ვიცმევ ზამთრის მუნდირს, ფიქრის ამინდია,
სიჩუმე გაირინდა, მანაც ამირიდა?!
ისმის გულის ფეთქვა, სადღაც აპრილია!

ჩემი ბედისწერა ზამთარს მომაგონებს!
თასი სისხლისფერი  ღვინით ავსილია!

ქარმა დამიხია თრთვილის მოსასხამი,
გარეთ სუსხია და სულში აპრილია!

ნინო ნაჭყებია
11.12.2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი