შენ, რომელიც დგახარ და მელაპარაკები ..


შენ, რომელიც დგახარ და მელაპარაკები თითის ქნევით...
მე, რომელიც ვდგავარ და ვდუმვარ...
მე, რომელიც მეორეს კი არა პირველ ლოყასაც, არავის ვუშვერ, მაგრამ ვისმენ შენს ამ საუბარს და ისევ ვდუმვარ ანუ უპასუხოდ გტოვებ...
მე ხომ თვითმყოფადი იდიოტი ვარ...
შენ კი იმდენად კაი ტიპი ხარ რომ შეგიძლია თითის ქნევით მელაპარაკო...
მე კი ამ დროს ვარ ჩუმად და ვფიქრომ, რომ მინდა არასდროს დაგეგმსგავსო...
და ვიღაც სხვა მესამე წაიკითხავს ამას, ვინმე, ახალი თაობის მოძულე ქალბატონი, წამით გაიფიქრებს და ალბათ ჩვენში შენ უფრო ჩაგთვლის ადამიანად, შემდეგ ისევ თავის საფიქრალს დაუბრუნდება, სავარაუდოდ იფიქრებს სახლში უთო ხომ არ დარჩა ჩართული...

ჰოდა ადექი ახლა და მითხარი, ან შენ ან სხვას რა ველაპარაკო...
დუმილი კიდე მამენტ ასწორებს კიდეც, მითუმეტეს მაშინ როცა ლაპარაკი არაფერს არ ცვლის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი