დაიკოს


მე რომ შემეძლოს,
გაჩუქებდი სულ ყველა ვარსკვლავს,
თუმც მართალია ამ პირობას სიცრუე ახლავს,
დაგიკრეფ, რაც რომ ამ ქალაქში ყვავილებია,
ვარდის ფურცლების თვლით გასწავლი ასამდე დათვლას...

შენი თვალებიც ხომ შავია, მსგავსად ჩემი და
შენი ნაკვთებიც ძამიკოსას ისე მიაგავს,
როცა ვიღვიძებ შენს გვერდით და გკოცნი ლოყაზე,
ეს წამი ყველა სხვა წამსა და საათს მიკარგავს...

შენ შემცვალე და სიყვარულის მაჩუქე ნიჭი,
შენით ვირწმუნე ამ სამყაროს მშვენიერება,
ბედნიერება, თუ ამ ქვეყნად მართლა არსებობს...
ბარბი, შენა ხარ უსიტყვოდ ის ბედნიერებაც.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი