0 184

"მერე რა"


დღეები დღეებს ამ ბოლო დროს იმდენად გვანან,
ხვდები, ცხოვრება თამაშია და კარტებს გაშლი...
წერ აბდაუბდებს, მაგრამ იცი არაფერ ახალს
არ აკეთებ, თუმც ამ დაწერილს რატომღაც არ შლი...

არ შლი და ასე ელოდები, მაგრამ როდემდე
უნდა ელოდო წამს, რომელიც ალბათ არც მოვა...
იყო ზაფხული, თუმცა უკვე ნოემბერია
და თბილი წვიმაც ახლა უკვე შეცვალა თოვამ...

ვერ ვუგებ ხალხს და მგონია მათ არ ესმით ჩემი,
მიკვირს რომ ფიქრი არ აწუხებთ,
რომ არ დარდობენ...
როცა გრძნობები გამქრალია უკვალოდ ირგვლივ,
ისინი დგანან, ამინდებზე ლაპარაკობენ...

მე კი განვიცდი არახდენილ ფიქრთა სიმრავლეს,
ვამშვიდებ ჩემს თავს, 
"არაუშავს ესეც",
"მერე რა"...
ვიცი ამ ლექსით, არაფერი არ შეიცვლება
და მგონი სჯობდა, საერთოდ რომ არ დამეწერა...
კომენტარები (0)