0 287

სიმარტოვის პოეზია


აქ ყველაფერი შეცვლილია, თანაც ძალიან,
წავიდა ყველა ერთადერთი მთვარე არ მტოვებს,
უცხო ქუჩაზე ძველებურად, მარტო ვსეირნობ,
რადგან არავის შევეჩეხო,
ვინმე - ახლობელს...

ხო, წასვლის დროა, თანაც უკვე დიდი ხანია,
რომ არაფერი შეიცვლება ამდენს კი ვხვდები,
შენ დღესაც, ისევ მეკითხები - 
"რატომ მიყვარხარ",
მე კი გპასუხობ:
"სისულელეს ნუ მეკითხები"...
კომენტარები (0)