ვდგავარ აივანზე, მზერა არსაით და ..


ვდგავარ აივანზე, მზერა არსაით და 
ხედად მთვარეა და ჯარი შენობათა,
გუშინ რაც ვიყავი, დღესაც იგივე ვარ,
მხოლოდ, საფიქრალი ერთით მომემატა...

ფიქრი შემიყვარდა, უკვე რახანია,
ძილშიც შავ-თეთრ სიზმრებს ვნახულობ და
არც თუ იშვიათად ვიცი დამუნჯება,
მზერაც გაიყინა, 
სული გნატრულობდა...

უკრავს როიალი ნაცნობ მელოდიას,
მინდა ეს ჰანგები ნიავს შევადარო,
როცა თვით "გალა" მყავს მაგალითად,
თავი პოეზიით როგორ შეგაყვარო?

მაგრამ სიყვარული ყველას სხვაგვარი სწამს,
თორმეტს გადასცდა და უკვე შაბათია,
ჩემი ლექსებია ჩემი სიმდიდრე და
შენთვის მიჩუქნია, რაც კი მაბადია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი