შენზე მკითხეს თუ სად გაგიცანი ..


შენზე მკითხეს თუ სად გაგიცანი,
მე ვუპასუხე - რავი, შემთხვევით,
შენზე მკითხეს თუ რად შემიყვარდი,
რავიცი, ალბათ გულს ვერ ვერევით...

შენ თუ გიყვარვარ, ესეც მკითხეს და 
მე ვუპასუხე - ნუ, მაქვს იმედი,
იმ დღეს სხვა ბიჭთან დავინახეო,
რა მეპასუხა ვეღარ ვიგებდი...

ახლა რას შვრები, დღეს რას აპირებ,
ალბათ დაგღალე სენტიმენტებით,
ხო, მე შემთხვევით გაგიცანი
თუმც,
მწამს არაფერი ხდება შემთხვევით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი