0 128

ფიქრთა უჩვეულო ზვავი, სტროფში თანხმოვანთა ..


ფიქრთა უჩვეულო ზვავი, სტროფში თანხმოვანთა წყება,
უხმო საუბარი კვლავაც,
ჩრდილიც თავის ამბავს ყვება,

ნატვრა, ოცნებები უტყვი,
ცაზე თეთრ ღრუბელთა მარში,
მარტო მივუყვები გზას და ვფანტავ მოგონებებს ქარში...

უნდა მივატოვო ფიქრი,
გრძნობებს უიმედოდ ვებრძვი,
სული პოეზიით ამბობს, 
მას რაც მეტყველებით ვერ ვთქვი...
კომენტარები (0)