ცივი ქარია...


ცივი ქარია,
ზამთრისათვის შეუფერებლად
სხედან ფანჯრებთან ბეღურები,
განაბულები...
მიყვარს, როდესაც გვერდით ჩუმად, ნელა მომყვები...
ასე უსიტყვოდ
მაგ თვალებით მესაუბრები...

გამოიდარებს,
უეჭველად გამოიდარებს...
მივყვები ქუჩას ტაძრისაკენ,
ვიწრო ბილიკით...
არ მიყვარს, როცა
წვიმებია ცივ იანვარში...
და შენ მიდიხარ,
მე კი ვრჩები,
ანდა პირიქით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი