ოთო ოთინაშვილი  - ფოტო

ოთო ოთინაშვილი

მოყვარული

ისევ ნ-ს

"პოეტს" უყვარდე, იგივეა  უყვარდე ამინდს,
მთელ ამ სამყაროს თვის ნებაზე, რომ ატრიალებს... 
და როგორც წვიმა, გაუსაძლის მზიან ამინდში,
ნუ უწყენ "პოეტს" თუ ხანდახან დაიგვიანებს...

ნურვის მოუსმენ, თუ გეტყვიან ჩემზე რაიმეს,
ან მოუსმინე თუმც, ადვილად ნუ დაიჯერებ,
ახლა შენს სახლთან ჩამოვდგები თავსხმა წვიმაში
და საათობით, ბოლო ხმაზე ლექსებს გიმღერებ...

უყვარდე პოეტს, თვით სიყვარულ უყვარხარ მაშინ,
დღეს გონებაში წყვდიადი და ბურუსი მეფობს,
იცოდე, სანამ "ფრთებს რაიმის სათქმელად გაშლი",
გულს მოუსმინე, სხვას არაფერს და ფიქრიც გეყოს.

მე ის არ ვიცი ვის უყვარხარ ანდაც რამდენად,
ჩემი გრძნობებით არც არავის შევედარები,
მაგრამ ერთს გეტყვი რაც ვიცი და ცხადზე ცხადია,
"მეც პოეტი ვარ",
ჩემსავით სხვას ვერ ეყვარები.