ცხოვრებით თამაშობს ..


...ცხოვრებით თამაშობს, 
სულ ყველა თამაშობს ირგვლივ და
სიცრუეს ვარჩევდი
და ვარჩევ დახურულ კარიდან,
იმდენი ვითმინე, მოვითმენ უამრავს, ახლა კი
ვარ მშვიდად და მწამს რომ ერთხელაც, 
ერთხელაც ავიტან

ამ ღამეს რომელსაც სხვაგვარად წამება ვუწოდე,
ამ ღამეს რომელსაც ვარსკვლავთა რიგიც კი დანებდა
წვიმაა ქუჩაში, სახლში კი სიბნელე, სიჩუმე,
ფარდებს ვწევ, 
ოთახში სულ ყველა 
ფანჯარას ვაღებ და 

გავყურებ იმ ქალაქს, რომელშიც წლებია ვიზრდები,
ქალაქი, რომელიც უამრავ ავ დღეებს იტანდა,
ქალაქი, რომელსაც ვერასდროს ვერაფრით ვხიბლავდი,
თუმცა კი თავადაც ვერასდროს ვერაფრით მხიბლავდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი