ყველა გზას გიჭრის საკუთარი უმოქმედობა ..


ყველა გზას გიჭრის საკუთარი უმოქმედობა,
ასეა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაითავისე
აქ რომ ყველაფერს საზღვარი აქვს იცი, თუმც ალბათ
ვისთვის ძალიან იოლია, ვისთვის - არც ისე... 

ნაცვლად ცვლილების, კვლავაც რჩები ნაჩვევ ჩარჩოში
და გულის ნაცვლად ყველა ფიქრი რჩება მაგიდას,
გრძნობ არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ იცი...
ან ყველაფერი შეიცვლება,
მაგრამ არ გინდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი