დაწერე თუ წერ!!!


თენდება... უკვე განთიადია,
შაშვის გალობა სიჩუმეს არღვევს!
ჯერ არ ჩასული მთვარეც ანთია 
და ეფონება ფანჯრებთან ფარდებს.
ღამენათევი თვალებით ვუმზერ,
გაცისკროვნების სასწაულს წამთა...
მუზის ხმა მესმის: ,,დაწერე თუ წერ,
თორემ მოგორავს ბურთივით მთა-მთა,
მზე და გააშრობს ივნისის ჭალებს,
წუხელ ნაწვიმარ, თან ცვარ-ნამიან,
ყვავილებიდან პეშვით წყალს დალევს,
დაწერე თუ წერ, ახლოს არიან,
სხივები როგორც ოქროს ხელები,
დაწერე!!! მზეც ხომ ლექსისდარია,
აჩუქე ზაფხულს მეტი ფერები,
სულს პოეზიის ტკბილი არია"...

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი