აჩრდილი


აღარასოდეს წავა ჩემგან შენი სახება,
აღარასოდეს არ დამტოვებს შენი აჩრდილი!
ბედის უკუღმართ ბორბალს არ სურს უკან დახევა
და დავალ ქვეყნად შენი მშვილდის ისრით დაჭრილი.

რა საქმე მიყავ, როგორ მოხდა რომ შენმა მზერამ,
გულის ფიცარში გამიარა სატევარივით,
მას შემდეგ შენ, ან სიკვდილს ვუცდი ღამე თუ დღეა,
ვით სამათხოვროდ ხელგაწვდილი   
ხურდას ღარიბი!

და დავალ ქვეყნად შენი მშვილდის ისრით დაჭრილი,
ბედის უკუღმართ ბორბალს არ სურს უკან დახევა...
აღარასოდეს არ დამტოვებს შენი აჩრდილი,
აწ აღარასდროს წავა ჩემგან შენი სახება!

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი