ეძღვნება პატრიარქს, საქართველოს ყველა ეპარქიის მეუფეს და მოძღვარს, ქართული ეკლესიის ყველა ჭეშმარიტ მსახურს, ჩემი სოლიდარობის ნიშნად!


*  *  *
ძნელია ჩემი გზა გოლგოთამდე...
მძიმეა ჯვარი, რომ მიმაქვს მხრებით!
უფლება არ მაქვს ცრემლით მოვთქვამდე,
ვთვრები და ვთვრები!

იუდასებრი ამბორის ყოფით,
ქრისტეს უფასოდ გაცმცემი ვიქმენ!
მისი არც სისხლი, არც ხორცი მყოფნის,
ითმენს და მითმენს!..

ჩემი სიცოცხლის დავი-დარაბას,
ოცდაათ ვერცხლის გარეშე ვეშვი!
პირველი სიტყვა იყო: ბარაბა,
მეორე ვერცხლი!

ვხედავ ხალხი თუ სულის რა ტანჯვით,
ხის ორკაპებზე თოკებს აბამენ,
თავებს იხრჩობენ_უჯვროდ ანდა ჯვრით!
ამინ და ამენ!

ამ ყოველივეს ვუყურებ მშვიდად,
ეს ყველაფერი ბუნებრივია!
ერთ დილით სისხლის წვიმა მოვიდა,
მღვდლები ტირიან! 

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი