***


მე რომ შენ ვარსკვლავებს გიკრეფდი,
შენ რომ მე ნისლებში დამკარგე,
ალბათ არ იკარებ ფიქრებშიც,
ჩემს ლექსებს სათუთად ნაკალმევს.

შენ თუ კვლავ დარჩები გულცივი
და კარებს ჩარაზავ ანაზდად!..
მე ისევ იეთიმ გურჯივით,
ჩემს მუზებს სახოტბოდ  დავრაზმავ. 

მოგიძღვნი საოცარ სიმღერებს,
ავაწყობ სიმზე და ჩელოზე! 
სანამ ვარ, სანამ ხარ, იჟღერებს...
მსურს ჩემი გწამდეს და გჯეროდეს.

ჩემს ლექსებს სათუთად ნაკალმევს,
ალბათ არ იკარებ ფიქრებშიც!
შენ რომ მე ნისლებში დამკარგე,
მაშინაც ვარსკვლავებს გიკრეფდი.

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი