***


მე ვარ ერთ ხორცში ორი ადამი...
ერთი მხეცს ებრძვის, ერთი ცას ელტვის!
ხორცის გახრწნისთვის მიწა 
მზად არის,
ღმერთი არ... სულის კუზი და კეთრი,
ზეცისთვის რთული მისაღებია!

ვცოცხლობთ, ვცხოვრობთ და სულაც 
არ ვიცით, 
გასტანს ბრძოლები, ომი, როდემდე?! 
დროს ღამესავით ტახტზე გავიშლით,
გულს ფიქრს ვაძლევთ, რომ 
სული გოდებდეს...
ღმერთისთვის რთულად მისაღები ვართ! 

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი