არ წყალობ აშუღებს


*  *  *
ივნისმა განდევნა ზეციდან ნისლები,
ლურჯ ფონზე ცეცხლივით მწველი მზე ვარვარებს... 
დღითიდღე ოცნების სხივებად ინთები,
ფიქრებად ივსები და ფრთაჭრელ ფარვანებს,
ვუყვები შენზე რომ ხელებში მიჭკნები,
როგორც ეს ვარდები, ისე მსურს აყვავდე,
ჩემში სულ თავიდან, ახალად, ახლავე...
მოვიდა ზაფხული, აქ არის აწ უკვე,
მოლოდინს აღარ აქვს, აღარ აქვს საზღვარი,
დაბრუნდი და შენი სურნელი მაჩუქე,
ოდესღაც შენ ჩემი ლექსებით გამთბარი-
იყავი თუმც ახლა, არ წყალობ აშუღებს.

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი