გიყვარდე...


*  *  *

ჩემი თმები რომ დანებდება ხანგძლივ თოვას და
როს ჩემს ნაგვემ სულს დაეტყობა ჟამთა სიმკაცრე,
გთხოვ არ დამტოვო არასანდო შემოდგომასთან,
ზამთრის ლექსები ფიფქებივით მითვალ-მიმარცვლე.

ზამთრის ლექსები ფიფქებივით მითვალ-მიმარცვლე,
გთხოვ ნუ დამტოვებ არასანდო შემოდგომასთან,
რომ ჩემს ნაგვემ სულს, არ დაეტყოს ჟამთა სიმკაცრე,
როს ჩემი თმები დანებდება ხანგძლივ თოვას და

გთხოვ როგორც ამ წამს, როგორც ახლა, ისე გიყვარდე!

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი