* * *


დახშულ, დაგმანულ ოთახს და ფილტვებს,
სუნთქვა შეუკვრა უჰაერობამ...
სული ცივ ზამთრის ზეცისკენ ილტვის
და ვეღარ ითმენს! 

ფანჯრის რაფასთან მიდგმული სკამი,
დიდი ხანია უსადეგარი,
თოვის სიჩუმით განაბულ სახლის,
ტყვე და მძევალი.

თეთრი ღამეა, ისედაც თეთრი,
შენი ,,შავი დღის" პირველი დილა,
დადგება_ ვწუხვარ, გფარავდეს ღმერთი,
თავს რომ გავწირავ,
შენს გრძნობებს შევცვლი!..

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი