ნოემბრის იდები


წუხელ ტიროდა ქარი ნოემბრის,
დააქროლებდა დაქანცულ ფოთლებს!..
მე შენი სიზმრის ტახტთან მოვედი,
ჩემს სიახლოვეს ძილშიც რომ გრძნობდე!

ტიროდა ქარი და უსაშველოდ
გაწელილი თვის იდებთან თვლემდა,
ფოთლებს და ახლა გსურს დავიჯერო,
რომ სამუდამოდ წახვედი ჩემგან?!

არა, და არა, სისულელეა...
ამაზე ფიქრებს თვალს ვერ ვუსწორებ!
ჩემთან აღარ ხარ, მაგრამ მერე რა,
მოგენატრები ვიცი უფრორე.

გაწელილი თვის იდებთან თვლემენ,
ფოთლები და გსურს შენ დამაჯერო,
რომ სამუდამოდ წახვედი... მერე,
გსურს სევდისფერი ლექსები ვწერო!

ფრიდონ ზოიძე
3 კომენტარი
ჯუმბერ კუპრაშვილიHistorian3 წლის წინ

საღოლ ძმაო ნამდვილად მაგარი ლექსია!

ჯუმბერ კუპრაშვილიHistorian3 წლის წინ

საღოლ ძმაო ნამდვილად მაგარი ლექსია!

ფრიდონ ზოიძეფილოლოგი3 წლის წინ

მადლობა , გაიხარე ძმა♥️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი