დაბრუნდი!


უმთვარო, ბნელი, წყნარი ღამეა...
ნოემბრის სითბო ისევ იგრძობა!
უფოთლო ხეთა სიმწუხარეა,
ჩემთან მოხვიდე სწორედ ის დროა.

დავღალე ფრენით ოცნების ფრთები,
ნისლისფერ ციდან მოვწყდი უღონოდ!
კვლავ შენი მოსვლის იმედად ვრჩები,
რომ ლექსებს სევდა არ მოვუგონო.

ვწერო ქარში და ვწერო წვიმაში,
დარშიც, თოვაშიც ლექსები ვწერო!
დაბრუნდი ჩემო სხივო სინათლის,
ასე ეულად არ დამაბერო. 

დაბრუნდი თორემ ზამთრის სიცივე, 
ბოლოს მომიღებს მარტოდ დარჩენილს!
გთხოვ! უსულგულოდ ნუ მომიცილებ,
იავარქმნილს და ტკივილით შთენილს!

უმთვარო, ბნელი, წყნარი ღამეა,
უფოთლო ხეთა სიმწუხარეა!

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი