ფრიდონ ზოიძე - ფოტო

ფრიდონ ზოიძე

ფილოლოგი

მე-9 სონეტი

ებღაუჭები არამყარ ხავსს,
გიპყრობს რუტინა...
საგონებელში ჩავარდნილი სახე გაქვს ქალის,
უკანასკნელად გმართებს ისევ მოკრება ძალის!
უძილო ღამემ, ცრემლს ღაწვები ზეწრად უფინა.

შინ რაც სარკე გაქვს, დაამსხვრიე ლარნაკის სროლით,
მერე თბილი წყლით მოიბანე ფერუმარილი, 
როს შენს სახესაც კვლავ გაათბობს დილის არილი!
ცხოვრების სცენას დაუბრუნდი ახალი როლით!

ამ დროს შენს სხეულს გამოამტვრევს სევდის ალქაჯი,
დაგეხსნება, უწინდებურად და ვეღარ დაგსჯის!
სასოწარკვეთილ არ იქნები სულს რომ გიწუხებს...

უფლისა მიერ მოგზავნილი ვინმე ადამი,
საშენგულისო, იმ ოცნების პირმშოს სადარი,
მოვა და ძლიერ მხარ- მკვლავებით ზედ მოგიხუტებს!

ფრიდონი