ფრიდონ ზოიძე - ფოტო

ფრიდონ ზოიძე

ფილოლოგი

მე-5 სონეტი

ერთი შეხედვით ხალასი და სათნო კაცი ვარ...
თუმც დაკვირვებით რომ  შეხედო ჩემს შუბლზე გრაგნილს,
ამოიკითხავ ცხოვრებისგან ნაწამებს, დაღლილს!
რკინა წლებში და დროთა რვალში უცებ გაცივდა!

ჩემი ღიმილი წამიერი მასკარადია...
სიცოცხლის მცირე ეპიზოდი, თეატრის სცენა...
სადაც არასდროს შემინიშნავს ვარსკვლავთა ცვენა...
ხანმოკლე ტაში, ლექსთან ერთად რაც მაბადია...

შანსებიც იყო, გავეცანი არაერთ სცენარს,
ვერ მოვიხდინე როლი, სადაც მოვგავდი მწევარს,
ბოლოს რომ ჯაჭვით აბამენ და უქმად აგდია.

ჩემი ცხოვრების რეჟისორი თავად ვიქნები!
ნუ შეერევა ჩემს აზრებში სხვათა ფიქრები...
ჩემი ლექსები სამომავლოდ შვილთა განძია.

ფრიდონი