ფრიდონ ზოიძე - ფოტო

ფრიდონ ზოიძე

ფილოლოგი

მე-7 სონეტი

ფიქრად არ მყოფნი, სამყარო მსურს მოგიოქროვო,
ეს გულსაკლავი სიშორე კი სულსაც ეტყობა!
სანამ განგება არ მოგიყვანს რა გაეწყობა,
მალე გაიხსენ, განიგმირე ბედის ბოქლომო!

დარდებს არ ვყოფნი, უშენობის დროით სარგებლობს!
ოჰ, რა რიგად მსურს მოგეხვიო სუროს ლერწივით!
შენზე ოცნებებს ვეწირები სამგლე ვერძივით!
ვიქეცი გრდემლად, გული სევდის გახდა სამჭედლო.

დრო უცებ გაშლის ფარფატა ფრთებს და გაფრინდება!
სანატრელი დღის მზე, შენსავით გამობრწყინდება!
რა ჟამსაც ლამაზ, თეთრ კაბაში გიხილავ კარგო!

დაბრუნდები, არ მოიქცევი ვითარ მედეა,
ამიყვავდები სარეცელთან ვით ორქიდეა!
ჩემი გული იქნება შენი ოცნების არგო.

ფრიდონი