ბაქანზე ვდგავარ და ვუღიმი რელსებს


ბაქანზე ვდგავარ და ვუღიმი რელსებს
რელსებს, რომელსაც გაყვა წარსული.
ფიქრებში უხმოდ ვკითხულობ ლექსებს
ლექსებს, რომლებსაც ვადა აქვთ გასული.

წავაგე ომი, მბრძოლა კი არა
წავაგე ცხოვრება, წარსული კი არა
წავაგე მუზა, რითმა კი არა
წავაგე ღმერთი, რწმენა კი არა

დაცლილი აზრით, სისხლით კი არა
დაცლილი გრძნობით, ფიქრით კი არა
დაცლილი ბევრით, ერთით კი არა
დაცლილი სევდით, ცრემლით კი არა

ბაქანზე ვდგავარ და ვუღიმი რელსებს
რელსებს, რომელსაც ვინ იცის, რატომ
ვთხზავ ასე უხმო ღიმილით ლექსებს
ლექსებს, რომელშიც სიტყვაა მარტო.

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი