საით ლუციფერო?!


საით ლუციფერო?! საით მიმაქროლებ?!
რატომ ამირიე ოზმა დოგმატების.
რისთვის გამომყავი, რისთვის მიმარტივებ,
რისთვის გამიქარწყლე გრძნობა მონარტების...

ჩემი პალიტრიდან გაქრა ცისარტყელა
ვხედავ პირქუშია ირგვლივ ყოველივე.
ნუ თუ, ერესია ჩვენი სიმართლე და
ჟამნი ჩვეულებრივ წიგნი რომელიმე?!

ასე არეული მახრჩობს ფიქრები და
მიჭირს დაბრუნება ისევ მეორემდე.
რაღაც უჩვეულო ისმის სიტყვებიდან,
მინდა გავაღწიო ბოლო რეზონემდე!

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი