შენ ისევ სდუმხარ


შენ ისევ სდუმხარ, ტბის პირას მდგომი,
იმედი გათბობს და ელოდები.
თან აკვირდები, შეცვლილან დრონი
გვერდით მშობლები, მაინც ობლდები.

გინდა გაექცე მარტოსულ ფიქრებს,
ნატრობ, ნავარდი შეგეძლო როცა.
ახლა თრიაქი გიწამლავს ფილტვებს
და ვერ იჯერებ რომ ის დრო მორჩა.

განა, წამიერ წუთისოფელში
ღირს დამორჩილდე, დახარო თავი?!
განა ბევრია კეთილმყოფელი,
რომ განიკითხოს ვიღაცის ბრალი?!

მჯერა, რომ არის თავს ზემოთ ძალა
როცა, სამართალს არ უჩანს სახე
როცა აგკიდეს ლოდინის ძარა,
როცა დაგიგეს გრძნობების მახე.

საით გაფრინდა დიდი ხნის მტვერი?!
დღეს ასე ფიქრობ, დაძლიე როცა.
შენ აღარ დარჩი არავის მტერი
და ყველაფერი უბრალოდ მორჩა.

ტბაც უკან იხევს, ნელ-ნელა შრება,
რჩება ხალისი და რომანტიკა.
ჩასჭიდებია გული მომავალს,
როგორც პოეტი - არტ პოეტიკას.

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი