ადგილი სადაც


აღარაფერი დამრჩა წმინდა მხოლოდ საქმისა,
ვაშენებ ხიდებს ჩამონგრეულ სულთა საყდრისა.
მოსიარულე მკვდრებში ვეძებ ადამიანურს,
მაგალითების შებრუნებით ვსწავლობ სიარულს.

მე შევიზიზღე დრო და სივრცე ადგილთან ერთად,
ადგილი, სადაც, ყველა თავს გრძნობს ჭეშმარიტ ღმერთად.

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი