პანდემია


ოთახი ჩემი ჩემს საკნად იქცა.
ვაღებ სარკმელს და თრიაქით ხელში
ვეძებ იმ ხმაურს, სადაც წაიქცა
წლების წინ ბავშვი ქუჩების მტვერში.

ქარს რომ შევეშვათ, არც სიო მღერის,
ძაღლებიც აღარ ყეფენ მწუხრიდან
მხოლოდ ცა, მოწმე ყველა ნამღერის
დარჩა იგივე ჩემი უბნიდან...

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი