მიდიხარ, როცა...


მიდიხარ, როცა სეზონია ქარებთან ტრფობის,
კარებთან ტოვებ აგორებულ ჭორებს ცოდვილთა,
მივდივარ მეც და შემოხედვა მიზეზი ნდობის,
მეცოტავება.

შორსაა ყველა მოგონება ზღურბლიდან კარის,
კარის, რომელიც გზაგასაყარს ასახიერებს,
რისი მთქმელია სათქმელის დროს დუმილი კრავის,
ვერ გამიგია.

ვდგავარ წვიმაში შიშველი ხის ქვეშ,
ქარია ისევ,
ქარია უხმო,
თითებს გაყინულს უმიზნოდ ვიშვერ,
უაზროდ გიშვებ გზისკენ.
დავდივარ ისევ 
დავდივარ ისე,
როგორც არასდროს მივლია ძველად,
დღეები დღეებს დამსგავსებიან
და შენ მიდიხარ,
მიდიხარ ნელა...

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი