სამოთხის საშვი


ჩვენ ისევ გვირღვევს ცა მყუდროებას,
მიწაზე დავრჩით, საჭმელად ვაშლის,
ფეხზე გვკიდია დრო- უდროება
და მასთან ერთად სამოთხის საშვი.

ვიცით, რომ ფრენას ჩვენ ვერ ვისწავლით,
მაგრამ თოლიებს შურით არ ვუმზერთ.
როცა დრო გადის მთელი სისწრაფით,
მთელი საათი ვღეჭავთ საუზმეს.

ძვირფასო, თვალებს არ უყვართ სევდა,
ჩვენ კვლავ მოვისხამთ გაზაფხულს, ფოთლებს,
და თუ ღაწვები მაინც დასველდა,
ჩვენ ვესვრით მიზანს მიზეზით ბოთლებს.

ყოველი დილა გათენდეს ერთხელ,
ზღვის სიახლოვის ვყნოსავდეთ სურნელს,
ისინი ეთხმად მკიცხავენ მკრეხელს,
რადგან მე შენში ღმერთს ვხედავ, ვუგებ...

მე ავიმხედრებ ყველას და ყველა,
(ჩვენი სინათლე სადამდეც გაწვდეს),
ვერ მოგვერევა თუ ჩემი გჯერა,
გჯერა კი არა სმურს ჩემი გწამდეს.

/ჩრდილია/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი